კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში წყალსადენის მაგისტრალის ქსელების და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია დრენაჟის მოწყობა, რეზერვუარის რეაბილიტაცია, შიდა დაქსელვა, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, საქლორატოროსა და დარაჯის ოთახის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოების ღირებულება 876 505 ლარია, რომელიც ადგილობრივთან ერთად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
კასპის მუნიციპალიტეტში წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს
21 აგვისტო 2017