0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორის ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
გუბერნატორის ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
22 აგვისტო 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან და გამგეობის  წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაცვნენ. სურამსა და ქვიშხეთში მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით მიმდინარობს ხიდების, გზებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობის სამუშაოები. სამხარაძის თქმით, რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

რწმუნებულმა  დაბა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმიც მოინახულა, სადაც ამჟამად შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება  887 000 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. ნაგებობა მე–19 საუკუნის 60–იან წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდერების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი მომავალი წლისთვის უკვე შეძლებს ტურისტების მიღებას.

მიმაგრებული სურათები


Top