0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
08 სექტემბერი 2017

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ ორგანიზებით გორში, ვერხვების დასახლებაში პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შიდა ქართლის გუბენატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქორმელიძე, გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა, გორის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე თავზარაშვილი, საქველმოქმდო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნუკრი მილორავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტში ჩართული პირები და შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა ჩასახლებებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორებმა ისაუბრეს პროექტის მიზანებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პროექტის მიზანს დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული რეფორმის სამიზნე ჯგუფებისთვის გაცნობა წარმოადგენდა, ასევე, ამავე პროქტის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის დამოკიდებულებების დევნილის შემწეობის რეფორმის შესაძლო ალტერნატივებთან მიმართებით კვლევაც განხორციელდა, რომლის შედეგებიც შეკრებილ საზოგადოებას თენგიზ სულთანიშვილმა გააცნო. ოქრომელიძის თქმით, სახელმწიფო გასულ წებთან შედარებით, გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს დევნილთათვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები.

მიმაგრებული სურათები


Top