0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში
03 თებერვალი 2014

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და კერძოდ ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს 2007 წლის 1 აგვისტოდან, კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საფუძველზე და აღნიშნული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის N406 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების” მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნათა,ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების გათვალისწინებით. წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რწმუნებულის ადმინისტრაციამ განსახილველად და სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად მიიღო მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების მიერ გამოცემული 208 ნორმატიული აქტი – დადგენილება. 2011 წლის 16 მაისიდან ამოქმედდა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლში შეტანილი ცვლილებები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის N149 ბრძანება - “იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას”, რომელთა შესაბამისად, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უშუალოდ ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების მიერ მიღებული ნორმატიულ აქტების სამართლებრივ ზედამხედველობას. 2013 წელში რწმუნებულის – გუბერნატორის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამართლებრივი ზედამხედველობა ჩაუტარდა 208 ნორმატიული აქტს – საკრებულოს დადგენილებას და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. სულ, ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები დაფიქსირდა 30 ნორმატიულ აქტში (დადგენილებაში), აქედან, შენიშვნების სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ზედამხედველობის ორგანოს მიერ მოთხოვნილია 10 ნორმატიულ აქტში (დადგენილებაში) ცვლილებების განხორციელება, ხოლო, 20 ნორმატიულ აქტში (დადგენილებაში) დაფიქსირებული შენიშვნების სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, საკრებულოებს მიეცა რეკომენდაცია, შენიშვნები გათვალისწინებულ იქნეს შემდგომი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების პროცესში. საქართველოს კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში, ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებულ იქნა (ძალადაკარგულად გამოცხადდა) 2 ნორმატიული აქტი (დადგენილება), ეს აქტებია: 1)გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის N3 დადგენილება ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ” (სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016087); დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 მაისის N28 დადგენილებით ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ” (სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016157) 2)ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 04 იანვრის N1 დადგენილება ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ” (სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016104); დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 09 აგვისტოს N19 დადგენილებით ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ” (სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.144.016113). საანგარიშო პერიოდში ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით, აქტის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საჭიროება არ წარმოშობილა. რწმუნებულის ადმინისტრაციამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონის შესაბამისად საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განახორციელა თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ზედამხედველობა. ამ მიზნით თვითმმართველობის შესაბამისი სტრუქტურებიდან შესწავლილი იქნა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ასახავდნენ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფას. რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით თვითმმართველი ერთეულების საკრებულოები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ; ასევე, შესაბამისი თხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი სახის იურიდიულ კონსულტაციას მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

Top