გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი „სოციალური უფლებების მნიშვნელობის საკითხებზე ევროინტეგრაციის კონტექსტში“ ლექცია-შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი უძღვებოდნენ.
სპიკერებმა ისაუბრეს სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებაზე და მათი განუყოფლობის საკითხებზე. ლექციის მსვლელობისას გაანალიზებული იქნა სოციალური უფლებების რეალიზების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არსებული ვალდებულებები და კონკრეტული სტანდარტები. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელშეწყობას რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ლექციას ესწრებოდნენ გუბენატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები გორის და ახალციხის თემებიდან.