0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურში ახლადრეაბილიტირებული № 1 საჯარო სკოლის კორპუსი გაიხსნა
ხაშურში ახლადრეაბილიტირებული № 1 საჯარო სკოლის კორპუსი გაიხსნა
29 ნოემბერი 2017

ხაშური № 1 საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი თინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსით 475 მოსწავლე ისარგებლებს. მოეწყო კორპუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე, სპორტდარბაზი, რესურსოთახი და თანამედროვე სტანდარტების ბუფეტი. აღსანიშნავია, რომ ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივ მნიშვნელოანი დატვირთვის მატარებელია. 2016 წელს შენობას 100 წელი შეუსრულდა.

მიმაგრებული სურათები


Top