ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდცვლილი 22 წლის გორელი ბექა შატაკიშვილის პარაკლისს დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და შიდა ქართლის რწმუნებული - გუბერნატორი კახა სამხარაძე. ბექა შატაკიშვილის პარაკლისი გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ჩატარდა. დაკრძალვის ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აჭარის მთავრობის მიერ მირებული გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა ოჯახებს 10 000 ლარი გადაეცემა.
ბექა შატაკიშვილის დაკრძალვის ხარჯებს გორის მერია გაიღებს
29 ნოემბერი 2017