0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

დევნილთა საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
დევნილთა საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
07 დეკემბერი 2017

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ ,,აფხაზეთის” წარმომადგენლებმა პროექტის ,,სამართლიანი საზოგადოებისკენ” ფარგლებში გორში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა დასახლებებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პრობლემების პრეზენტაცია თემის ლიდერებმა, დევნილებმა წარმოადგინეს. მათ ყურადღება ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე გაამახვილეს. ხაზი გაუსვეს შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მდგომარეობას და ხელისუფლებას აღნიშნული საკითხების გადაჭრაში დახმარება სთხოვეს. ასევე აღინიშნა სათემო ცენტრების ფუნქციების განსაზღვრის და აქტიური მუშაობის საჭიროება. თავის მხრივ,ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ აღინიშნა, რომ მათთვის პრიორიტეტულია დევნილთა დასახლებებში არსებული საჭიროებები და უახლოეს პერიოდში მოხდება გაჟღერებული საკითხების შესწავლა და მათზე რეაგირება. შეხვედრაზე იმყოფებოდა გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თემის ლიდერების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობა. ,,მსგავსი დიალოგები ხელს უწყობს ერთი მხრივ პრობლემების იდენთიფიცირებას, მეორე მხრივ კი მათ ოპერატიულად მოგვარებას” - აღნიშნა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ. ღონისძიებას ესწრებოდა ფონდი აფხაზეთის აღმსარულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა, ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას და დასძინა, რომ ,,აფხაზეთი” სამომავლოდაც განაგრძობს მუნიპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. 

მიმაგრებული სურათები


Top