გორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკებისა და გამწვანების ზოლების მოწყობის სამუშაოები. მულტიფუნქციური სპორტული ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაეცნო. მინისტრს გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს ობიექტის არსებული მდგომარეობა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ახალი სპორტის სასახლე ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და მას შეეძლება უმასპინძლოს ნებისმიერი რანგის სპორტულ შეჯიბრებას. გორის სპორტის სასახლე ორდარბაზიანი, 1500 და 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული ობიექტია, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირებს უმაპინძლებს. შეგახსენებთ, რომ სპოტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურშიც. კასპის მუნიციპალიტეტში კი უკვე დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა სრულადრეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი. გორის სპორტის სასახლის გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.
სპორტის სასახლის მშენებლობის მიმდინარეობას მიხეილ გიორგაძე გაეცნო
30 დეკემბერი 2017