0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ატენში მარანი გაიხსნა
ატენში მარანი გაიხსნა
15 იანვარი 2018

ატენის დედათა მონასტერთან არსებული ღვინის მარანი გორისა და ატენის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე ანდრიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან ერთად გახსნა. ატენში მარნის გახსნას ესწრებოდნენ ცნობილი მეღვინეები და სასულიერო პირები. მარანში პირველად გაიხსნა ქვევრები, სადაც ორი წლის დაძველების ატენური და გორული მწვანე ინახება. მარანის გახსნა მიზნად ისახავს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და ტრადიციული წარმოების შენარჩუნებას. ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს სამონასტრო ღვინის წარმოების განვითარებას.

მიმაგრებული სურათები


Top