0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ მცხეთიჯვარში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ მცხეთიჯვარში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
News contains an attached video
22 თებერვალი 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის  სოფელ მცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670 მეტრიანი მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებსა და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება. გზის მშენებლობის მიმდინარეობა მოინახულეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა და რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიგა ბუგიანიშვილმა. გუბერნატორის მოადგილის, სიმონ გულედანის თქმით ,,ბეტონის გზით მცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს. სოფლები ერთმანეთს და ადმინისტრაციულ ცენტრს კომფორტულად დაუკავშირდებიან. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება, 264 380 ლარს შეადგენს.

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top