0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ტრენინგი გაიმართა
კასპში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ტრენინგი გაიმართა
01 მარტი 2018

კასპის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოქმედი საოჯახო სასტუმროებისა და ღვინის მარნების სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს საოჯახო სასტუმროების მართვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები და მარნების მეპატრონეები ესწრებოდნენ.
ტრენინგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, შიდა ქართლის ტურისტული კავშირი ,,მეგზურის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს და ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ჟღენტი და სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, გიორგი ბუგიანიშვილი დაესწრნენ. 
ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატები გადაეცათ.

მიმაგრებული სურათები


Top