0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

26 მაისი შიდა ქართლში
26 მაისი შიდა ქართლში
26 მაისი 2018

შიდა ქართლში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში  მიმდინარე  ღონისძიებებს  დაესწრო და მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. ასევე, ხელოვნების, გართობისა  და სპორტული სივრცეები. წარმოდგენილია ენერგეტიკის სამინისტროს ლოკაციაც, სადაც განთავსებულია მაკეტი თუ როგორ წარმოიქმნება ელექტროენერგია და რა გზას გადის ნათურის ანთებამდე. ასევე,  მიტროფონე ლაღიძის ისტორია, როგორც მეცენატის, რომელმაც ქუთაისს ელექტრო სადგური აუშენა. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას  ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. დღის ბოლოს ღონისძიებებს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

 

მიმაგრებული სურათები


Top