0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
შიდა ქართლში “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
12 ივნისი 2018

რეგიონებში გრძელდება კანონის პროექტის განხილვა “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“. კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლში, გორში გაიმართა.

შეხვედრა გახსნეს და სტრატეგიის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ  და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს წარმომადგენლები და სპორტის სფეროში დასაქმებული პირები შიდა ქართლის რეგიონიდან.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გზამკვლევი. პრეზენტაციას წარუძღვა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სოფიკო ბურდული. საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. შეხვედრები გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

მიმაგრებული სურათები


Top