0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კვარხეთში, ქვემო ხვითსა და ხურვალეთში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კვარხეთში, ქვემო ხვითსა და ხურვალეთში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
18 ივლისი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ქვემო ხვითსა და ხურვალეთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას. სამივე პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

სოფელ კვარხეთის გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის 900 000 ლარზე მეტია გამოიყოფილი. ჯამში 2 724 გრძივი მეტრის გზა მოპირკეთდება. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. სოფელ ქვემო ხვითში მიმდინარეობს ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება კი 661 970 ლარს შეადგენს. სოფელ ხურვალეთის 1187 გრძივი მეტრი გზისა და სანიაღვრე სისტემის მშენებლობისთვის 500 000 ლარზე მეტია განსაზღვრული, დამონტაჟდება საგზაო ნიშნებიც. სოფლის მოსახლეობა სექტემბრის ბოლოსთვის შეძლებს ახალი გზით სარგებლობას.  

მიმაგრებული სურათები


Top