კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, საკორინთლო - ახალშენას მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების, ასევე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. გათვალისწინებულია ლითონის ცხაურების მოწყობაც. მშენებლობის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით 530 ოჯახი ისარგებლებს.
გუბერნატორმა საკორინთლო-ახალშენას მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
19 ივლისი 2018