შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამჟამად, სოფელ ოსიაურის გზისა და სურამში, ლესია უკრაინკასა და წმ. მარიამის ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს. ოსიაურში მოეწყობა 3 კმ-მდე გზის მონაკვეთი, დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რომელზეხ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას შეძლებს 6 სოფელი. რაც შეეხება სურამის ქუჩებს, ლესია უკრაინკას ქუჩის რეაბილიტაციაზე განსაზღვრულია 282 145 ლარი. ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა 830 გრძივი მეტრის ქუჩაზე, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. აგვისტოს თვეშივე დასრულდება წმ. მარიამის ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტზე 212 875 ლარი დაიხარჯება და ჯამში, 680 გრძივი მეტრის გზა დაიგება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
19 ივლისი 2018