შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა პირველი შეხვედრა რეგიონში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობასთან გამართა. გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და ერთად იმსჯელეს არსებული ვითარების გამოსწორების გზებზე.
გარდა ამისა, ხოჯევანიშვილმა მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით.
შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა რუისის ტერიტორიაზე მიმდინარე გზის მასშტაბური სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, დაიგება 11 კილომეტრამდე გზის საფარი, მოეწყობა 3000 მეტრამდე სანიაღვრე არხი და სხვა მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, 4 კილომეტრამდე გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულებულია. სოფელ რუისის ცენტრალური გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ახალმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საქმიანობა მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო
27 აგვისტო 2018