გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში მერს და მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხევდრაზე შეკრებილებმა დეტალურად განიხილეს კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებები, მათ შორის, ქვემო ჭალაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმული საკითხები. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კასპის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. გუბერნატორის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა ერთჯერადი არ არის და სამომავლოდაც მოეწყობა.
შიდა ქართლის გუბერნატორმა კასპის მუნციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
03 სექტემბერი 2018