0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
17 სექტემბერი 2018

„გილოცავთ რეგიონის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც ცხოვრების მნიშნელოვან და საინტერესო ეტაპს დღეს იწყებენ. თქვენსავით, ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ ამ სკოლას უკავშირდება, ამიტომ მინდოდა პირადად მოვსულიყავი, მომელოცა დღევანდელი დღე და წარმატებები მესურვებინა.“ - ასე მიმართა შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის №1 საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მისი თქმით, მოსწავლეები ყველაზე უკეთ იცნობენ მათ საჭიროებებს, აქვთ საინტერესო და ინოვაციური იდეები, ამიტომ მათ აქვთ ძალა, შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ. ასევე, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, განსაკუთრებით კი მის პირველ მასწავლებელს იმ დამსახურებისთვის, რაც მოსწავლეებისა და ქვეყნის წინაშე აქვთ.

გუბერნატორი სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მოგვიანებით კი სკოლაში შევიდა და პირველკლასელებს გაესაუბრა.

მიმაგრებული სურათები


Top