0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის დღის აღსანიშნავად ქალაქში ღონისძიებები გაიმართება
გორის დღის აღსანიშნავად ქალაქში ღონისძიებები გაიმართება
26 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მერთან ერთად ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც გორის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება. გუბერნატორის თქმით, წლევანდელი გორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე განთავსდება, დაიწყება კირიონ II-ის ქუჩიდან და დასრულდება გორის ციხეზე. ღვთისმშობლის შობის ტაძარში დილიდან გამობრძანდება და დასვენდება, გორის მფარველი „ოქონის“ საწინამძღვრო ხატი. აგროფესტივალის ფარგლებში მოეწყობა შიდა ქართლში მოქმედი მცირე და დიდი აგროსაწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ( თაფლის, რძის პროდუქტების, სხვადასხვა ასორტიმენტის ჩირის, თევზეულის, ყვავილების, ნერგების და სხვა). ასევე, მოეწყობა შიდა ქართლის ღვინის მარნებში დაყენებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის გამოფენა - გაყიდვა და დაგემოვნება. გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში გამოიფინება გორის სოფლების მიღწევები და მათ მიერ მოწეული ნობათი. გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კი გორის საპატიო მოქალაქის წოდების ცერემონიალი და გორის გოგონათა კამერული გუნდის კონცერტი ჩატარდება. საღამო დასრულდება ფეიერვერკით.


Top