0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა
გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა
News contains an attached video
03 ოქტომბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთდ სოფელ ქვახვრელში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახელობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა გარე განათების მოწყობა და ტურისტული ადგილების კეთილმოწყობა. გუბერნატორის თქმით, არც ერთი საკითხი უყურადღებოდ არ დარჩება და ეტაპობრივად მოგვარდება. მოსახლეობის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ჩატარება და სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია.

ახლახანს დასრულდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწორდა და მოიხრეშა შიდა საუბნო გზები. სავალ ნაწილზე არსებული ორმოები გადაადგილების დროს დიდ პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას.

მოგვიანებით, გიორგი ხოჯევანიშვილმა ქვახვრელის საჯარო სკოლა მოინახულა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა გამოსწორდეს, რათა მოსწავლეებმა სრულფასოვან გარემოში შეეძლონ განათლების მიღება. ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და ვიზრუნებთ, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საკითხების გადაჭრა“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top