0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქართული ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა
ვერხვების დევნილთა დასახლებაში ქართული ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა
30 ივლისი 2019


შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და ერედვის მუნიცპალიტეტის ორგანიზებით გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ჭიდაობს ტურნირი გაიმართა. საჭიდაო არენა გასულ თვეს რეაბილიტირდა, გამოიცვალა კომუნიკაციები და შეიცვალა საფარი. შეჯიბრში ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტების სპორტსმენებთან ერთად შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოასპარეზე მოჭიდავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნეულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ქართული ტრადიციული ჭიდაობის ტურნირი 2008 წლის ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტში მუდმივად ტარდებოდა, ამჯერად ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მოვაწყვეთ. ტურნირი ორმხრივად მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ რომ ფაქტობრივად ტრადიცია აღვადგინეთ და მეორეს მხრივ, ამით სპორტის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ძალიან მალე მორიგი ტურნირის ჩასატარებლად ერედვში შევიკრიბებით და სპორტსმენებიც იქ იასპარეზებენ" - აღნიშნა რწმუნებულმა. 


ტურნირის ბოლოს გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიებში სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


Top