0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლამისყანაში ანსამბლ ,,ქართული ხმების" კონცერტი გაიმართა
ლამისყანაში ანსამბლ ,,ქართული ხმების კონცერტი გაიმართა
03 ოქტომბერი 2019

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და "პროექტი იქს"-ის (Project X Georgia) ინიციატივით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსმენელს საშუალება ჰქონდა ანსამბლის ოცამდე სიმღერა მოესმინა. „ქართულმა ხმებმა" კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნის საპატივსაცემოდ მისი ერთ-ერთი სიმღერა - ,,ჰერიო ბიჭებო" შეასრულა

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ქართველი შემსრულებლები ჰონორარის გარეშე ხშირად მართავენ კონცერტებს


Top