0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ
ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ
News contains an attached video
07 დეკემბერი 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. ბინების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.


ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო. 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, პროცესი გრძელდება.

მიმაგრებული ვიდეო


Top