0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში მარცვლეული კულტურის აღების პროცესი დაიწყო
შიდა ქართლში მარცვლეული კულტურის აღების პროცესი დაიწყო
23 ივლისი 2020

 შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპსსოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიაეხმარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი მოსავლის აღების პროცესს ზემო ნიქოზში გაეცნენ.

,,შიდა ქართლში უკვე დაიწყო მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი. სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული და ხელს უწყობს ფერმერებს დროულად და შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლი-სამეურნეო სამუშაოები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, რათა შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონში მობილიზებულია 63 ერთეული კომბაინი, საიდანაც 32 ერთეული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას ეკუთვნის. მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

 


Top