0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში მედპერსონალის აცრა დაიწყო
გორში მედპერსონალის აცრა დაიწყო
News contains an attached video
15 მარტი 2021

გორში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი რწმუნებულის მოადგილესთნ სიმონ გულედანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
 
,,დღეიდან ჩვენს რეგიონში ვაქცინაცია დაწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 600 დოზა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში უკვე გადანაწილებულია. ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს, სადაც აცრები მიმდინარეობს, გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება. პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აიცრება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი. ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, შესამაბისად მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაცია და ჩაიტაროთ აცრა.“ - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.
 
ვაქცინის 2600 დოზინდან გორს - 1200, ქარელს - 400, კასპსა და ხაშურს კი 500-500 ცალი გადაეცა. რეგიონში აცრების ჩატარება შემდეგ ლოკაციებზეა შესაძლებელი:
☑️ გორში - ,,გორმედი'' და ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
☑️ ქარელში - ,,გორმედის'' ფილიალი;
☑️ ხაშურში - ,,ახალი კლინიკა'',
☑️ კასპში - ,,მედალფა''.
 
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი.
 
 

მიმაგრებული ვიდეო


Top