0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა
22 აპრილი 2021

დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქციები მოეწყო. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისამდე მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე შეუერთდნენ. რწმუნებულის თქმით, რეგიონში გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად მსგავსი სახის აქციები ერთჯერადი არ იქნება.
22 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ეს დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, საქართველო კი 1990 წლიდან შეუერთდა.

Top