2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ
სტუდენტებთან შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს, 100 %-იანი გრანტის მიღების შემთხვევაში მერია უკვე წლებია ფულად ვაუჩერებს გადასცემს.