0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონიდან უკრაინში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
შიდა ქართლის რეგიონიდან უკრაინში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
10 მარტი 2022

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ შესყიდული და ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მოქალაქეების მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზად არის. ადგილზე პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე ხელმძღვანელობს.
უკრაინაში საქართველოს რეგიონების მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს მედიკამენტებს, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებს, საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს.

Top