0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნა
გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  კულტურული და  შემოქმედებითი  ღონისძიებებით აღინიშნა
01 ივნისი 2022

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში გამართულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე გორის სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები იყო წარმოდგენილი.
გარდა ამისა, სკვერში დილიდან ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს და ასევე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.
გარდა გორისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

Top