0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
მიხეილ შაყულაშვილი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
News contains an attached video
01 სექტემბერი 2022

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნების რეჟისორ-ანიმატორები. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში ფილმების ჩვენების გარდა დაგეგმილია გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და შემეცებითი ღონისძებები. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლილსას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ნიქოზში ვიმყოფები და ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან ფესტივალს ვესწრები. ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეათედ ტარდება, განსაკუთრებულია თავისი შინაარსითა თუ დატვირთვთ. სამწუხაროდ, აქედან რამდენიმე ნაბიჯში ჩვენს მიწაზე მავთულხლართებია გავლებული და რუსული საოკუპაციო ჯარები დგანან. ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით უნდა შევძლოთ ოკუპაციის დასრულდება და ანიმაციის ფესტივალი სწორედ რომ შემოქმედებითი, კულტურული და მშვიდობიანი არჩევანის სიმბოლო და გამოხატულებაა. ფესტივალს და ზოგადად, ხელოვნების სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. მათ შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ განათლება, ჩაერთონ კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებში, გაიღრმავონ ცოდნა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე ისაიას ამ შესაძლებლობის შექმინისთვის და ასევე, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ ღირებულ საქმეში წვილი შეაქვს. სამხარეო ადმინისტრაცია მუდამ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს, ერთობლივად ვიმუშაოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

მიმაგრებული ვიდეო


Top