0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ჩორჩანასა და ავლევში მოსახლეობას შეხვდნენ
თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ჩორჩანასა და ავლევში მოსახლეობას შეხვდნენ
News contains an attached video
08 სექტემბერი 2022

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ჩორჩანასა და ავლევში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.
,,დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასა და ავლევის მოსახლეობას შევხვდით. აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინეთ არსებული საჭიროებები. მიუხედავად სოფელში უკვე განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტისა, როგორიცაა სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების, გარე განათების სისტემისა და ამბულატორიის რეაბილიტაცია. გვაქვს კიდევ მცირე გამოწვევები, რომლებსაც ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პროცესებში მათი თანამონაწილეობა, არსებული პრობლემების დროული გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა და ამ პრობლემებს ზუსტად, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოვაგვარებთ.“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და ახალი სასწავლო წლიდან პირველად მიმდებარე 3 სოფლიდან 30-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს.

მიმაგრებული ვიდეო


Top