0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მიხეილ შაყულაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევსა და საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. რეგიონის რწმუნებულთან ერთად შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ნიკა ღვინიაშვილი დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, საერთო მიზნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 
მიხეილ შაყულაშვილმა ელჩს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელების საჭიროებებზე. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმ სოფლებში რომლებიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროცესი ეხლაც გრძელდება. გარდა ამისა, მხარის რწმუნებულმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიისას აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვისა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას ფაიგ გულიევმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და თანამეგობრობაზე.
 
გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონალურ ჭრილში განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ასევე, განიხილეს ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც.

Top