0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში მაშავის კურსის – „თანამედროვე ტექნოლოგიები მებოსტნეობაში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
26 აგვისტო 2014

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, სოფლის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, NEO-მ განახორციელა სასოფლო-სამეურნეო საწარმოო ჯაჭვების განვითარების არა ერთი ინიციატივა MASHAV-თან მჭიდრო თანამშრომლობით შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. დღეს აღინიშნა MASHAV-ის კიდევ ერთი ინიციატივის დასრულება, რომელიც მიზნად ისახავდა USAID/NEO-ს ღია გრუნტზე წარმოებული ბოსტნეულის საწარმოო ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობას, ინტენსიური და კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული კურსის საშუალებით. კურსი მოიცავდა ღია გრუნტზე ბოსტნეულის მოყვანის თანამედროვე მეთოდებს. ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო MASHAV დაფუძნდა 1957 წელს. მისი მიზანია განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისათვის იმ ტექნოლოგიების გაზიარება, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ისრაელის სწრაფ განვითარებას. საქართველოში კერძოდ, შიდა ქართლის რეგიონში, NEO-მ ხელი შეუწყო ბოსტნეულის წარმოების რვა სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთის და ჩითილების სამი სანერგის შექმნას, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების იმ თემებში, რომლებსაც მხარდაჭერას უწევს NEO. 2013 წლის თებერვლის და 2014 წლის მარტის თვეებში, NEO-ს მხარდაჭერით, ბოსტნეულის მწარმოებელმა რვა ფერმერმა ჩამოაყალიბა ორი დამოუკიდებელი ასოციაცია -შიდა ქართლის ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაცია და ქართლის ბოსტნეულის ფერმერთა ასოციაცია. პროექტის ფარგლებში მათ გადაეცათ სამი 100მ2-იანი გვირაბის ტიპის სათბურის ასაგებად საჭირო აღჭურვილობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, პლასტმასის კასეტები და ბოსტნეულის სათესი მანქანები. ასოციაციები აქტიურად თანამშრომლობენ სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ადგილობრივ და თბილისის ბაზარზე. NEO-ს და აშშ მთავრობა ხელს უწყობს სტაბილურ და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც სარგებელს მოუტანს შიდა ქართლის რაიონს და საქართველოს ყველა მოქალაქეს.

Top