0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა
სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა
News contains an attached video
27 სექტემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
„დღევანდელ დღეს პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. 27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 29 წლის წინ ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სახლები და მიწა-წყალი იძულებით დატოვეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთობის აღდგენის მიზნით და რაც მთავარია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის."- აღნიშნა რწმუნებულმა.
 
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს შეიარაღებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით დასრულდა.

მიმაგრებული ვიდეო


Top