0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქარელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქარელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
19 თებერვალი 2024

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
 
სამუშაო შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ასევე, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ქარელის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
 
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
 
2022 წლიდან დღემდე აიზომა 776 297 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 603 110 მიწის ნაკვეთზე.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

Top