0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი ქინძათი-დუმაცხოვის დამაკავშირიებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
მიხეილ შაყულაშვილი ქინძათი-დუმაცხოვის დამაკავშირიებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
News contains an attached video
27 თებერვალი 2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების დუმაცხოვისა და ქინძათის დამაკავშირიებელი გზის რეაბილიტაცია დაწყო. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ჯამში, დაგეგმილია 2 კმ-მდე გზის მოწყობა, რაზეც 1 მილიონ ლაზე მეტია გათვალისწინებული.
 
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან თენგის ჩიტიაშვილთან ერთად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. რწმუნებულის თქმით, რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი სამუშაოებია დაგეგმილი. ,, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელების - ქინძათი-დუმაცხოვის დამაკავშირებელი გზის მოწყობა დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კილომეტრამდე გზის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ დუმაცხოვისა და ქინძათამდე მისასვლელი გზები გასულ წლებში უკვე რეაბილიტირდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივების პირობები, მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ კი მოცემულ მონაკეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მოწყობილი.“- აღნიშნა რწმუნებულმა.
 
სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

მიმაგრებული ვიდეო


Top