ანდრო ბარნოვი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ ნელი საქუაშვილს ესტუმრა
22 მაისი 2013
საქუაშვილი პოლიტიკური მოტივით ხსნის და სამართლებრივი გზით აპირებს ბრძოლას.
თანასოფლელები მას გულისხმიერ და დადებით პიროვნებად ახასიათებენ. საქუაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილ თანასოფლელებს გუბერნატორმა მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის თხოვნას ახალი გამგებელი აუცილებლად გაითვალისწინებს.
გუბერნატორის ადმინისტრაცია იუწყება, რომ 57 წლის ნელი საქუაშვილს 35-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. ბოლო 18 წლის მანძილზე ის სოფელ ურბნისის ტერიტორიული ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა.