0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით მორიგი კონფერენცია გაიმართა
შიდა ქართლის რეგიონში  კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით მორიგი კონფერენცია გაიმართა
27 მარტი 2015

კონფერენციას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები. კონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტი. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. კონფერენციის ფარგლებში, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები. კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და ,,კულტურა 2025 ‘’ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითდი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისთვის შესაძლო გზების მოძიებას. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე- www.culturepolicy.ge საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ,,კულტურა 2025-ის’’ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, ,,კულტურა 2025-ის სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართულნი იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორები: ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები.

Top