სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მე–11 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
12 ივნისი 2015
შეხვედრაზე იმსჯელეს შესყიდვების სისტემის გაუმჯობესების გზებზე. ყურადღება გამახვილდა ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხებზეც. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები აშშ–ს გენერალურმა აუდიტორული ოფისის წარმომადგენლებმა, ფილიპინების სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა წარუდგინეს.
ფორუმის მთავარი მიზანია უზრუნველყოს მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების დაწესებულებებისა და ზედამხედველობის, კონტროლის ფუნქციის მქონე დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისთვის.
ყოველწლიური ფორუმი მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმის პარტნიორები არიან აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირის დელეგაცია.