0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შინდისის გმირების დაჯილდოვება
შინდისის გმირების დაჯილდოვება
10 აგვისტო 2015

10 აგვისტოს სოფელ შინდისში მდებარე მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და მისმა მოადგილემ ამირან შავშიშვილმა 2008 წლის აგვისტოში შინდისთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო ,,სამოქალაქო თავდადებითვის’’ გადასცა ბადრი(ახმეტა)ხუციშვილს,შალვა კვინიკაძეს,ილია კვინიკაძეს და ნუკრი ლაგორაშვილს,რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდნენ. შინდისის დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი,გენერალური შტაბის უფროსი,გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დასასრულს, პირველად 7 წლის წინანდელ ბრძოლის ველზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ჰიმნის ფონზე აღიმართა .

Top