0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

,,ექსპო ბათუმმა" საერთაშორისო და შიდა ტურიზმი გააერთიანა
,,ექსპო ბათუმმა  საერთაშორისო და შიდა ტურიზმი გააერთიანა
15 მაისი 2016

"საერთაშორისო და შიდა ტურიზმს ექსპო ბათუმი აერთიანებს“ - ამ სლოგანით 13 მაისს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეცხრე საერთაშორისო გამოფენა ,,ექსპო ბათუმი 2016“ ოფიციალურად გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „შერატონში“ მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება რვა ქვეყნის ტურიზმის სფეროში წარმოდგენილი 60-მდე კომპანიის პროდუქცია იხილოს.

გორის ტურისტული პოტენციალი ბათუმის გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი. ა(ა) იპ გორის ტურისტული განვითარების სააგენტო გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ კომპანიებს და კერძო პირებს სთავაზობს გორისდა მთლიანად შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციას. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით ინფორმაცია ვრცელდება საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის და კომედიის საერთაშორისო ფესტივალის შესახებაც.

მიმაგრებული სურათები


Top