2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა საპატივსაცემოდ, 8 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ შინდისში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მხარის რწმუნებულმა გორში გადაინაცვლა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად სამშობლოს თავდადებულ შვილთა მემორიალური სვეტი და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან ომში დაღუპულთა ხსოვას მიაგო პატივი.
„აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებით პატივი მივაგეთ ომში დაღუპულ გმირებს და მათი სახელის უკვდავსაყოფად გვირგვინებით შევამკეთ მემორიალები.“ – განაცხადა იოსებ ოქრომელიძემ.
აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.