0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გუბერნატორმა სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა
გუბერნატორმა სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა
31 ივლისი 2017

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დასრულება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ მიულოცეს. 
ღონისძიებაზე რექტორმა ,,სტუდენტური დღეები 2017-ის“ ფარგლებში მადლობის სიგელები გადასცა აქტიურ სტუდენტებსა და მასში ჩართულ სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებს. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ „საზაფხულო სკოლა შიდა ქართლის რეგიონის სკოლის პედაგოგების 2017-ის“ მსმენელებსა და მომხსენებლებს. რწმუნებულმა მიულოცა სტუდენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში განათლება და მეცნიერება ის საკითხებია, რომელებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფოს განვითარების მიმართულებით.

მიმაგრებული სურათები


Top