0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში ფერმერებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში ფერმერებს შეხვდა
06 ოქტომბერი 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და შიდა ქართლში გახორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მინისტრმა სახელმწიფო უწყებებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობაში სამ ძირითად პრიორიტეტზე - თანადაფინანსება, ტექნიკური მხარდაჭერა და ცოდნის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა - გაამახვილა ყურადღება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრაზე შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც წარმოუდგენელია მთავრობასა და ფერმერებს, მეწარმეებს შორის აქტიური კომუნიკაციის გარეშე და შეხვედრის მონაწილეებს უფრო მეტი ჩართულობა სთხოვა.
თავის მხრივ, ფერმერებმა მინისტრს სარწყავი წყლის მიწოდების საკითხის მოგვარებაში სთხოვეს დახმარება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მსოფლიო ბანკის დახმარებით აქვს დაგეგმილი.

მიმაგრებული სურათები


Top