ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. ამჟამად, მიმდინარე სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება გეგმებს, გუბერნატორის თქმით, 2019 წლისთვის აქცენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე გაკეთდება, რომლებიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.