გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში, №7 საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო და მასწავლებლება და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „გილოცავთ პედაგოგოებს, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას, მშობლებს და რაც მთავარია, პატარა აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალ საბავშვო ბაღს. ამიერიდან, სასწავლო პროცესს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებთ, სადაც პატარების კომფორტისა და განვითარებისთის ყველა პირობაა შექმნილი. სრულფასოვანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ბედნიერი ბავშვების აღსაზრდელად.“ - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
სააღმზრდელო დაწესებულებას სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელზე მეტია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა კომუნიკაციები, შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და შენობა აღიჭურვა ყველა საჭირო ავეჯით, ტექნიკითა და სათამაშოებით. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 907 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს და 150-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.