საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპში „ჰაიდელბერგცემენტის” ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას.
ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.