0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა
21 მარტი 2024

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ ლევან ხარაბაძე დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წარუდგინა.
 
ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი ახალი გამოწვევა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ,,ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, როგორც რეგიონის ხელმძღვანელობა, ისე ზოგადად, პოლიტიკა. იმედი მაქვს, რომ გავამართლებ მოსახლეობის, ჩვენი გუნდისა და პრემიერის იმედებს.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
როგორც ნიკა ტყემალაძემ აღნიშნა, ლევან ხარაბაძე გამორჩეული უნარების მქონე მაღალი კვალიფიკაციის საჯარო მოხელეა. ასევე, არის კარგი მენეჯერი, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ წარმატებებს მოუტანს შიდა ქართლის რეგიონს. მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს მის მიერ განხორციელებულ ბევრ სიკეთეს.
რეგიონის ახალი ხელმძღვანელი საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

Top